UFC-ს ლეგენდა, ჩელ სონენი ხაბიბის ორგანიზაციას შეუერთდა

მოგეხსენებათ, კარიერის დასრულების შემდეგ, ხაბიბი აქტიურად გადაერთო თავისი ორგანიზაციის განვითარებაზე. 2020 წელს, ნურმაგომედოვმა საბრძოლო ორგანიზაცია Gorilla FC შეიძინა, Eagle FC-დ გადააკეთა და ორგანიზაციის გაფართოვებას მიჰყო ხელი.

ნურმაგომედვმა რამდენიმე UFC-ს მებრძოლი დაიმატა, ასევე მიდის საუბრები ჯეიკ პოლის შესაძლო MMA-ს დებიუტზე ხაბიბის ორგანიზაციაში. ნურმაგომედოვის გუნდს შეუერთდა UFC-ს ლეგენდარული საშუალოწონოსანი ჩელ სონენიც. სონენი ორგანიზაციაში კომენტატორისა და ანალიტიკოსის პოზიციაზე იქნება. ამერიკელი მებრძოლი საკმაოდ გავლენიანი სახეა MMA-ს სამყაროში. კარიერის დასრულების შემდეგ იგი ESPN-ის ანალიტიკოსიც გახლდათ, ახლა კი საკმაოდ პოპულარული იუთუბ არხი აქვს, სადაც MMA-ში განვთარებულ მოვლენებს განიხილავს.

სონენი კარიერის მანძილზე რამდენჯერმე იყო ჩემპიონობასთან ახლოს, თუმცა ქვემძიმე წონაში ჯონ ჯოსთან დამარცხდა, ხოლო საშუალო წონაში ანდერსონ სილვამ სატიტულო ორთაბრძოლაში ორჯერ დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published.