UFC-ს ტრანსლაციების ფასი ისევ გაიზარდა

UFC-ს PPV ივენთების ტრანსლაცია და ESPN-ის სხვადასხვა პაკეტები გაძვირდა. UFC-ს ერთი ივენთის ყურება 74.99$ დაგიჯდებათ, აქამდე მისი ფასი 69.99$-ს შეადგენდა. ასევე გაძვირდა ESPN+ პაკეტის ფასიც, რომელშიც შედის ერთი PPV ივენთი და 1 წლიანი გამომწერის სტატუსი. ღირებულება 89.98$-ს შეადგენდა, ახლა კი 10$-ით გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ESPN გახდა UFC-ს ტრანსლაციების ოფიციალური პარტნიორი, უკვე მესამედ გაიზარდა ტრანსლაციების ფასი. 2019 წლის აპრილში ფასი 59.99$-ს შეადგენდა, 2020-ის დასაწყისში 64.99$-მდე გაიზარდა, ხოლო 2021-ის დასაყიწში 69.99$ გახდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *