UFC-ში გადასვლიდან სულ რამდენიმე საათში ქართველ მებრძოლს, ზვიად ლაზიშვილს უკვე ჩაენიშნა სადებიუტო ბრძოლა 5 სექტემბრისთვის. ორგანიზაციამ ზვიადს საკმაოდ რთული მეტოქე, ბრიტანელი ამომავალი ვარსკლავი, ჯეკ შოური შეურჩია. ეს ბუნებრივიცაა, ზვიადი UFC-ში LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსით, დაუმარცხებელი მოვიდა, რაც საკმაოდ დიდი განაცხადია. აღსანიშნავია, რომ მისი მეტოქეც საკმაოდ ძლიერი ევროპული ორგანიზაციის, Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონია, ჯეკი ზვიადის მსგავსად დაუმარცხებელია. 26 წლის უელსელი მებრძოლის ანგარიშზე 14 მოგება და 0 მარცხია, აქედან 3 მან UFC-ში მოიპოვა. რაც შეეხება ზვიადს, იგი მე-14 გამარჯვების მოპოვებას სწორედ აღნიშნულ ბრძოლაში ეცდება.
UFC-ში ზვიად ლაზიშვილის პირველი ბრძოლის თარიღი და მეტოქე ცნობილია
