ლეგენდარული მედისონ სქუეარ გარდენი კვირას გამთენიოს ძალიან საინტერესო UFC 268-ს უმასპინძლებს. 2 საჩემპიონო ორთაბრძოლა და არაერთი სანახაობრივი დაპირისპირება. მსუბუქი წონის ორი გამორჩეული კონტენდერი, ჯასტინ გეიჯი და მაიკლ ჩენდლერი საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ჟან ვეილის კი როუზ ნამაიუნასთან რევანში აქვს ასაღები, რათა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნოს. ასევე რევანშია დღის მთავარი ინტრიგა, ქვესაშუალო წონის სატიტულო ორთაბრძოლა კამარუ უსმანსა და კოლბი კოვინგტონს შორის.
კამარუსა და კოლბის პირველი დაპირისპირება ნამდვილი ომი იყო. პირველ ბრძოლამდე და განსაკუთრებით ბრძოლის შემდეგ, ეს ორი მებრძოლი ერთმანეთის მიმართ დიდი ანტიპათიით გამოირჩევიან. ეს გუშინდელ პრეს კონფერენციაზეც შესამჩნევი იყო. სადაც კოლბია, იქ სანახაობაა – ამერიკელმა არაერთი მწვავე სიტყვა წარმოთქვა მოქმედი ჩემპიონის მისამართით. დაძაბულობამ პირისპირ დგომის დროსაც გადაინაცვლა – კამარუმ თავი ვეღარ შეიკავა და სიტყვიერი დაპირისპირების დროს კოლბის ხელი უბიძგა.
UFC 267 თბილისის დროით კვირას, გამთენიოს 4 საათზე დაიწყება. იხილეთ პრესკონფერენციის გამორჩეული მომენტები: