UFC 268-მ ივენთების რეკორდი დაამყარა

UFC 268 სანახაობრივი თვალსაზრისის გარდა, ციფრებშიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. გუშნდელმა ივენთმა UFC-ს რეკორდი დაამყარა, ერთ ივენთზე დარტყმული მნიშნველოვანი დარტყმების რაოდენობით. უფრო კონკრეტულად, გუშინ მებრძოლებმა ერთმანეთს 1973 მნიშნველოვანი დარტყმა მიაყენეს. ამ შედეგით UFC 268-მ, UFC 238-ს გადაუსწრო, სადაც შედეგი 1818 დარტყმა იყო.

ეს რეკორდი, კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის წლის დასაწყისში, მაქს ჰოლოვეის მიერ დამყარებულ რეკორდს – მაქსმა კატარის წინააღმდეგ 445 მნიშნველოვანი დარტყმა დააგროვა – ანუ გუშინ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლის მეოთხედი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *