UFC 270 – დროის ათვლა დაიწყო

UFC-ს 2022 წლის სეზონი გიგა ჭიკაძის მეინ ივენთმა გახსნა. მეორე ივენთზე, რომელიც PPV ღონისძიებაა და ორი საჩემპიონო ქამრის ბედი გარიკვევა, ასევე იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველი, ილია თოფურია. ილია მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლას 2 კვირით ადრე, კოვიდ ინფიცირების გამო გამოეთიშა. თოფურია ახლა ჩარლზ ჟორდენს დაუპირისპირდება. ქართველისა და კანადელის დაპირისპირება მეინ ქარდზეა.

რაც შეეხება სატიტულო ბრძოლებს, უმსუბუქეს წონაში ფიგეროდოსა და მორეოს ტრილოგიას ვიხილავთ. მათი დაპირისპირება აღნიშნული წონის ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პირველი ბრძოლაში მებრძოლებმა უკომპრომისო ბრძოლა გვაჩვენეს და შედეგიც შესაბამისი იყო – ფრე. მეორედ კი მორენომ მახჩობელა ილეთით იმარჯვა და ფიგერედოს ქამარი წაართვა, ახლა კი მის დაცვას შეეცდება.

მთავარი ორთაბრძოლა კი მძიმე წონის დაპირისპირებაა – ყოფილი მეგობრები და სპარინგ პარტნიორებს შორის – ფრენსის ნგანუ VS სირილ განი. ნგანუსთვის ეს პირველი ქამრის დაცვაა, ხოლო გეინი დროებითი ქამრის ტიტულის მატარებელია და ახლა სრულფასოვანი ქამრისთვის გაიბრძლებს.

UFC-მ ტრადიციულად, საჩემპიონო ორთაბრძოლებისთვის დოკუმენტური ვიდეო გამოაქვეყნა, თუ როგორ ემზადებოდნენ ჩელენჯერები და ჩემპიონები ამ დაპირისპირებებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published.