UFC 271 – დროის ათვლა დაიწყო [VIDEO]

13 თებერვალს, ტექსასი სატიტულო ორთაბრძოლას მასპინძლობს – რობერტ უიტეკერი შეეცდება ადესანიასგან ის დაიბრუნოს, რაც ამ უკანასკნელმა 2019 წელს წაართვა – საშუალო წონის გვირგვინი.

წლების მანძილზე, უიტეკერი საშუალო წონას აზანზარებდა – ზედიზედ 9 მოგება და შემდეგი მეტოქე იმ დროისთვის დაუმარცხებელი ისრაელ ადესანია იყო. გასტელუმთან გამოვლილი ომისა და დროებით ქამრის დაუფლების შემდეგ, ნიგერილი სრულფასოვან ქამარს უმიზნებდა. ადესანიამ რობს პირველივე რაუნდში მძიმე ნოკდაუნი აგემა, თუმცა გონგმა ავსტრალიელი გადაარჩინა. მეორე რაუნდში კი ისრაელმა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა, უიტეკერი დაანოკაუტა და საშუალო წონის ოქროს დაეუფლა, რომელსაც დღემდე იცავს.

უიტეკერს შეეძლო რემატჩის მაშინვე მოთხოვნა, თუმცა არა – ავსტრალიელმა რამდენიმე ბრძოლის ჩატარება ამჯობინა. დერენ ტილი, ჯერედ კანონიერი და კელვინ გასტელუმი – რობი ზედიზედ 3 გამარჯვებით ხვდება რემატჩს.

მოახლოვებულ საჩემპიონო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, UFC ტრადიციულად დოკუმენტურ ვიდეოს ავრცელებს, სადაც მებრძოლების მომზადების პერიოდია აღბეჭდილი.

Leave a comment

Your email address will not be published.