UFC 275 – დროის ათვლა დაიწყო [VIDEO]

მომავალ უიქენდზე, სინგაპური UFC 275-ს მასპინძლობს. გულშემატკივრები ამ საღამოს ორ სატიტულო ბრძოლას იხილავენ – კო-მეინ ივენთზე ვალენტინა შევჩენკო ტაილა სანტოსის წინააღმდეგ დაიცავს ქამარს, ხოლო მთავარი სანახაობა ქვემძიმე წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაა – გლოვერ ტეიშეირასთვის ქამრის წართმევას ირი პროჰასკა შეეცდება. დიდი მოლოდინებია ასევე ვეილი ჟონგისა და იოანა იენჟეიჩიკის რემატჩის მიმართ – 2020 წლელს გამართული მათი დაპირისპირება UFC-ს წლის საუკეთესო ორთაბრძოლად დასახელდა.

მოახლოვებულ ივენთთან დაკავშირებით UFC ტრადიციულად დოკუმენტურ ვიდეორგოლს ავრცელებს:

Leave a comment

Your email address will not be published.