US OPEN-ის პირველივე დღეს რამდენიმე რეკორდი დამყარდა

August 31, 2018 - Elise Mertens reacts to beating Barbora Strycova at the 2018 US Open.

21 წლის ესპანელმა – რებეკა მაშაროვამ US OPEN-ის პირველ წრეში ანა ბოგდანი დაამარცხა 6:7 7:6 7:6.

რებეკამ დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და გადამწყვეტის სეტის მიმდინარეობისას 2 მატჩბოლის მოგერიება შეძლო.

null

ურთულესი სიტუაციიდან გამოძვრა ელიზ მერტენსი, რომელმაც 6 მატჩპოინტი მოიგერია რებეკა პატერსონთან.

ბელგიელმა ჩოგბურთელმა მატჩპოინტები 3 სხვადასხვა გეიმში გადაარჩინა მეორე და მესამე სეტების მიმდინარეობისას. ერთ მომენტში, მან პეტერსონის სამმაგი მატჩპოინტის გაქვითა შეძლო (0:40).

მაშაროვამ 3 საათსა და 38 წუთში იმარჯვა, ხოლო მერტენსმა 3:40-ში . ორივე მატჩმა ხანგრძლივობით მოხსნა US OPEN-ის ძველი რეკორდი (ქალთა ერთეულთა თანრიგი).

null

20 წლის ამერიკელმა ალისია პარკსმა, US OPEN-ის პირველ წრეში ოლგა დანილოვიჩთან წააგო, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ტურნირის რეკორდი გაიმეორა – ჩააწოდა რა 208 კმ/სთ სიჩქარით.

US OPEN-ის რეკორდი ვინუს ულიამსს ეკუთვნოდა, რომელიც 2007 წელს დამყარდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *