30 აგვისტოს სტარტს აიღებს 2021 წლის საჩოგბურთო სეზონის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირი – US OPEN.
ჩოგბურთის ისტორიაში ამერიკის ღია პირველობა 141-ედ ჩატარდება, რომლის საპრიზო ფონდიც სარეკორდო – 57,5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
ერთეულთა თანრიგში , ნახევარფინალური სტადიიდან საპრიზო თანხები ოდნავ უფრო ნაკლები იქნება ვიდრე შარაშან, სამაგიეროდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე და საწყის რაუნდებში საპრიზოები 66%-ით გაიზარდა.
1 წრე – 75 000
2 წრე – 115 000
3 წრე – 180 000
4 წრე – 265 000
1/4 ფინალი – 425 000
1/2 ფინალი – 675 000
ფინალი – 1 250 000
გამარჯვებული – 2 500 000
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონები დომინიკ ტიმი (მამაკაცთა) და ნაომი ოსაკა (ქალთა) არიან. ისტორიული შანსი ექნება ნოვაკ ჯოკოვიჩს – თუ სერბი ჩოგბურთელი მოიგებს US OPEN-ს, მაშინ იგი კალენდარულ გრანდ სლემს შეასრულებს, რაც საჩოგბურთო ღია ერაში ჯერჯერობით არავის შეუსრულებია (მამაკაცთა ერთეულთა თანრიგი).