US OPEN-ის მეოთხე წრეში 18 წლის კარლოს ალკარასმა 5 სეტიან მატჩი 5:7 6:1 5:7 6:2 6:0 დაამარცხა გერმანელი პიტერ გოიოვჩიკი და დიდი სლემის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.
სამი ნათამაშები სეტის შემდეგ თითქოს პიტერი უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან და გამოცდილების ხარჯზე უნდა მოეპოვებინა მომდევნო ეტაპის საგზური, თუმცა მეოთხე და მეხუთე პარტიებში თინეიჯერმა ესპანელმა საუცხოო ჩოგბურთი ითამაშა და მეტოქე უბრალოდ გაანადგურა 6:2 6:0.
ჩოგბურთის ღია ერაში (1963 წლიდან) ალკარასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი რომელმაც US OPEN-ის 1/4 ფინალში გააღწია.
მეოთხედფინალურ სტადიაზე კარლოსის მეტოქე 21 წლის ფელიქს ოჟე ალიასიმი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 4 სეტში მოუგო ფრანსის ტიაფოს 4:6 6:2 7:6 6:4.
US OPEN-ზე ნაჩვენები შედეგის ფონზე ესპანელმა თინეიჯრმა უკვე გაინაღდა მსოფლიო რეიტინგის ტოპ 40-ში შესვლა.