VAR და ვერ… სასაცილოა, მაგრამ აბა, ვერნერს ჰკითხეთ

Soccer Football - Premier League - Chelsea v Southampton - Stamford Bridge, London, Britain - October 2, 2021 Chelsea's Timo Werner scores their second goal REUTERS/David Klein

ტიმო ვერნერი მართლაც უცნაურობაა… აპრილის მერე ინგლისის პრემიერლიგაში პირველად გაიტანა (ჩელსი-საუთჰემპტონი 3:1), მაგრამ კიდევ ერთი გოლი VAR-მა გაუუქმა.

საინტერესოა, რომ ვერნერს ჩელსიში ჯამში 14 ბურთი აქვს გატანილი და პლუს, 16 კიდევ არ ჩაუთვალეს. ანუ 30-დან ნახევარიც არ ჩაუთვალეს.

აი, ვერნერის კომენტარი: „ვიდეოგამეორებები ძალიან დამთრგუნველია, რადგან უკვე ზეიმობ გოლს პარტნიორებთან და ფანებთან ერთად, მსაჯი კი არ თვლის. არ მგონია, ასე დიდხანს გაგრძელდეს. ეს ფეხბურთს მოკლავს, ემოცია და რიტმია საჭირო.

…16 გოლი გამიუქმეს? ეს რთულია შესაგუებლად, მაგრამ წინ და წინ უნდა გავიხედო“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *