VAR-ი კლავს?.. ალისონი ორჯერ გააწითლეს და ორივეჯერ გამოაწითლეს (+video)

ეკვადორი-ბრაზილია 1:1. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევში ბრაზილია პირველ წაგებას გადაურჩა. ისე, პენტაკამპეონები უკვე გასულები არიან მუნდიალზე, მაგრამ მაინც… აი, ეკვადორი კი მესამეზეა და მშვენიერი შანსი აქვს გასვლის. თუმცა ფრემ გული დასწყვიტათ.

უცნაური მსაჯობა იყო. ალისონს ორჯერ უჩვენეს წითელი ბარათი, მაგრამ ორივეჯერ გაუუქმეს. და ამან გაამწარა ეკვადორელთა მწვრთნელი გუსტაფო ალფარო.

„შოკირებულები ვართ. სამწუხაროდ, VAR-მა გაგვწირა და საერთოდ ეს ფეხბურთის არსს კლავს. VAR-ი არა მხოლოდ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, არამედ დრო გაჰყავს და ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს ფეხბურთელებზე.

…ჩვენს გარდა კიდევ რამდენიმე ნაკრები იბრძვის ყატარში წასასვლელად. წაგვართვეს ისტორიული მოგების შანსი. ერთადერთი, რაც მინდა, სამართლიანობაა, რათა ყველაფერი მინდორზე გადაწყდეს და არა მის მიღმა“ (Metro ecuador)

ბრაზილია კაზემიროს გოლით იგებდა, მეორე ტაიმში კი ფელიქს ტორესმა გაათანაბრა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *