უეფას საიტის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ყველა მატჩში იმუშავებს VAR-ის სისტემა. ჯერ სამი ტურია გასული. საქართველოს ნაკრებს 5 შეხვედრა დარჩა: ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და ორჯერ კოსოვოსთან.
სექტემბერში შესარჩევის ორი თამაშია: 2 სექტემბერს შინ კოსოვოსთან და 5-ში გასვლა ესპანეთთან.
ვიდეოგამეორების სისტემა შესარჩევის დაწყებისთანავე სურდათ, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ლოჯისტიკური პრობლემების გამო გადაიდო.