Welcome Khvicha! ნაპოლიმ გამოაცხადა…

ნაპოლის საიტმა და Twitter-მაც ოფიციალურად გამოაცხადა ის, რაც ცნობილი იყო: ხვიჩა კვარაცხელია გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა. კონტრაქტი დღეს შევიდა ძალაში და ამაზე დღეს უკვე გვეწერა.

პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოხარულია გამოაცხადოს, რომ ნაპოლიმ ბათუმის დინამოდან ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. ტრანსფერი დასრულებულია – წერია ნაპოლის საიტზე.

კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა ნეაპოლში. თბილისშია და კლუბის მიერ გამოგზავნილი პროგრამით ვარჯიშობს… როგორც ხვიჩას ოჯახისგან შევიტყვეთ, ფეხბურთელი 4 ივლისს გაფრინდება იტალიაში.

ასე რომ, პრეზენტაციაც მოგვიანებით იქნება. კონტრაქტი კი 1 ივლისიდან შევიდა ძალაში – ესაა მთავარი.

პირველი ვარჯიში გუნდში? 7 ივლისს. ნაპოლის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი 14 ივლისს ელის, სამოყვარულო კლუბ ანაუნიასთან. სავარაუდოდ, მაშინ შედგება კვარას დებიუტიც.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.