ქალთა ჩოგბურთის მსოფლიო ფედერაციამ (WTA) 2022 წლის სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა:
2022 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი – მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, როლან გაროსის და US OPEN-ის მოქმედი ჩემპიონი – იგა შვიონტეკი გახდა.
2022 წლის საუკეთესო წყვილად – ბარბორა კრეიჩკოვა/კატერინა სინიაკოვას ტანდემი დასახელდა. ჩეხური ტანდემი მსოფლიო რეიტინგს სათავეში უდგას, მათ წლევანდელ სეზონში ტრიუმფით დაასრულეს ავსტრალიის ღა პირველობა, უიმბლდონი და US OPEN.
2022 წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – ბეატრის ჰადად მაია გახდა. ბრაზილეილმა ჩოგბურთელმა სეზონი მე-80 ნომრის სტატუსით დაიწყო, თუმცა ამჟამად ტოპ 20-ის წევრია და 2 ერთეულთა თანრიგის ტურნირის მოგებაც შეძლო.
2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი – დევიდ ვიტი გახდა, რომელიც ჯესიკა პეგულიას წვრთნის. დევიდის დახმარებით პეგულიამ არაერთი ტურნირი მოიგო და მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციამდე ამაღლდა.
წლის დაბრუნება – ამ პრიზის მფლობელი ტატიანა მარია გახდა. გერმანელმა ჩოგბურთელმა მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მოახერხა WTA TOUR-ზე დაბრუნება და “უიმბლდონის” გრანდ სლემზე 1/2 ფინალშიც გავიდა.
2022 წლის საუკეთესო ახალბედა – ჩინელი ჩგბურთელი ცინვენ ჩჟენი გახდა.