WTA-ს კალენდარი სრული კატასტროფაა

დევისის თასის ხუთგზის გამარჯვებულმა ფელიციანო ლოპესმა კომენტარი გაუკეთა, იმ ფაქტს რომ გარბინია მუგურუზა და პაულა ბადოსა გამოტოვებენ ბილი ჯინ კინგის თასის გათამაშებას და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვერ იასპარეზებენ, რადგან ემზადებიან წლის შემაჯამებელ ტურნირისთვის, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში გაიმართება.

„გულახდილად რომ გითხრათ, მე ძალიან კარგად მესმის გარბინიას და პაულას გადაწყვეტილება. პრობლემა მათში ნამდვილად არაა, არამედ კალენდარში. შეუძლებელია დღეს პრაღაში ითამაშო სანაკრებო მატჩები და 4 დღეში მექსიკაში წლის შემაჯამებელ ტურნირზე გახვიდე საასპარეზოდ. WTA-ს კალენდარი – სრული კატასტროფაა.“

შეგახსენებთ, რომ ბილი ჯინ კინგის თასი სანაკრებო ტურნირია (დევისის თასის ანალოგი ქალებში), რომელიც წელს პრაღაში ჩატარდება 1-6 ნოემბერს. წლის შემაჯამებელი ტურნირი კი 10 ნოემბერს აიღებს სტარტს მექსიკის ქალაქ გვადალახარაში.

2021 წლის საჩემპიონო რბოლა (შემაჯამებელი ტურნირისთვის)

1. ეშლი ბარტი 6411 ქულა

2. არინა საბალენკა – 4768 ქულა

3. ბარბორა კრეიჩიკოვა – 4518 ქულა

4. კაროლინა პლიშკოვა – 4036 ქულა

5. მარია საკარი – 3341 ქულა

6. იგა შვიონტეკი – 3226 ქულა

7. გარბინია მუგურუზა – 3195 ქულა

8. პაოლა ბადოსა – 3112 ქულა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *